270 მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები უფასო ტრენინგების ფარგლებში 7 ივლისი 2026

საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში 270-მდე მონაწილემ წარმატებით დაასრულა უფასო ტრენინგები 9 სხვადასხვა მიმართულებით.

ღონისძიება მოეწყო PRAXIS International Academy-ის ორგანიზებით და მასში ჩართული იყვნენ როგორც სტუდენტები, ისე უკვე დასაქმებული პროფესიონალები, რომლებმაც გადაწყვიტეს ახალი უნარების შეძენა.

სერტიფიცირების ცერემონიაზე დამსწრეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული განათლების ხელმისაწვდომობა და მადლობა გადაუხადეს აკადემიის გუნდს.

← უკან სიახლეებზე